ბაიდენის განცხადება
თუ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ. ამის შესახებ პენსილვანიაში ვიზიტისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. „შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგანაც მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ. აღნიშნა ბაიდენმა. რამდენიმე დღის წინ კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკეური ფრთის ლიდერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში მომავალი წლიდან უკრაინის დახმარება შემცირდება.
