ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია
რატომ არ იმუშავა ელექტო უსაფრთხოების სისტემებმა ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში. ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. ეს შეკითხვა უჩნდებათ თბილისის მერიაშიც. ვიცი მერი, ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის სრული დაცვით შესრულდა. მისივე თქმით, სამუშაოებს ზედამხედველობას ასევე უწევდა, პროექტის ავტორი კომპანიის წარმომადგენელი, როემლსაც ვიცე მერის მტკიცებით, არცერთ ეტაპზე, შესაძლო არასწორად განხორციელებულ რაიმე სამუშაოზე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ვინ გასცა ბრძანება ცენტრალურ შადრევანზე შეეცვალათ მილები, ამ კითხვაზე საპასუხოდ ანდრია ბასილაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ ეს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი იყო. ვაკის პარკში მოხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 ადამიანია დაკავებული, რომლებსაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
