ავარია პოზნანთან
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში 8 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 3 გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან ოფიციალური ინფორმაციისა და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით.
