კარდიო-ონკოლოგია 2022
კარდიო ონკოლოგია 2022. თბილისში სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართა. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წამყვანმა მედიკოსებმა. ღონისძიების მიზანია ექიმებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ონკოლოგია კარდიოლოგიის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. კარდიო ონკოლოგია ახალი სამედიცინო სპეციალობაა, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესთან ასოცირებულ გულის და სისხლძარღვთა დაზიანებას შეისწავლის.
