ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერობისთვის იბრძოლებს
ბორის ჯონსონი ადასტურებს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერ მინისტრობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ „სკაი ნიუსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი შვებულებიდან უახლოეს ხანებში დაბრუნდება და შიდა პარტიულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რაც მისმა თანაპარტიელებმა უკვე დაადასტურეს. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 2 დღის წინ გადადგა. პოსტზე მან რეკორდულად მცირე დრო, 44 დღე დაჰყო.
