ტრამპი კომიტეტში დაიბარეს
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპილოტიუმზე მომხდარ შტურმს იძიებს, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენების მისაცემად დაიბარა. როგორც კომიტეტში აცხადებენ, ტრამპმა 4 ნოემბრამდე მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, 14 ნოემბრიდან კი ფიზიკურად ან ვირტუალურად მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში. ჯერჯერობით უცნობია, შეასრულებს თუ არა ტრამპი კომიტეტის მოთხოვნას. სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის უკვე მიუსაჯა 4-თვიანი პატიმრობა. ბენონს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც უარი თქვა კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით კონგრესის კომიტეტისთვის დოკუმენტები წარედგინა და ჩვენების მისაცემად მისულიყო.
