ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გუშინ ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური გაიმართა
ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გუშინ ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური გაიმართა. თბილისის გარდა, მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს უვკე მოუსმინეს ახალციხეში, ბათუმში, თელავსა და ოზურგეთში. დაგეგმილია კონცერტები ზუგდიდსა და ქუთაისში. ფოლკლორული მარათონი წელს გაზაფხულზე საჩხერიდან დაიწყო და ყველა რეგიონი მოიცვა. გალა კონცერტი თბილისში დეკემბრის პირველ კვირას რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება. ფესტივალი ეროვნული იდენტობის წარმოჩენას და ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს.
