„ღვინის დღეები საქართველოში“
ღვინის დღეებს ამჯერად ყვარელი მასპინძლობს. ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს, რომლის დეგუსტაციის შესაძლებლობა ყველა სტუმარს აქვს. გარდა ამისა, დღის მეორე ნახევრიდან გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.
