უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლუგანსკში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. უკრაინაში ომს ასევე ემსხვერპლა 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო.
