პირველი ქალი პრემიერი იტალიის ისტორიაში
ჯორჯია მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ მინისტრი გახდა. იტალიის პრეზიდენტისგან მან მთავრობის ფორმირების მანდატი მიიღო. 26 სექტემბერს იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალების კოალიციამ გაიმარჯვა. ჯორჯია მელონის ლიდერობით კოალიციამ ხმების 45%მიიღო.
