შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობა. აქცენტი გაკეთდა ევრო კავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ წელს ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტს.
