დიდი ბრიტანეთი ერთდროულად ორი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა
რეკორდული ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, მთავრობისა და პრემიერის გარეშე დარჩა. მომხმარებელთა უფლებების დამცველი ბრიტანული ასოციაციის ინფორმაციით, მოსახლეობის თითქმის 85 პროცენტი ხარჯების შემცირებას ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს. ბრიტანულ პრესაში ვერსიებზე უკვე მსჯელობენ.
