მთავრობის მეთაურმა თავდაცვის მინისტრსა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილა
ინიციატივა თავად ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა. დოკუმენტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა გათვალისწინებული. იგეგმება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა. პროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.
