ირაკლი ჩიქოვანი: არესტოვიჩი საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე უფრო გვაკვირვებს. ბოლო განცხადებით მან გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს
არესტოვიჩი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე უფრო გვაკვირვებს. ბოლო განცხადებით მან გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ გაანელებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ, მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები გასცდა ყველა ზღვარს.
