ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა. ახალ თავდაცვის კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
