რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს
უკრაინაში ომის 240-ე დღეა. რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს. იბომბება ხარკოვი და ჟაპოროჟიე. აფეთქებათა ხმა ისმის ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. რუსეთი მშვიდობიან დასახლებებზე იერიშებს უარყოფს. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათი სამიზნე მხოლოდ სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტებია.
