იყო თუ არა სანქციების დაწესების წინაპირობა მეორე ფრონტისკენ მოწოდება
იყო თუ არა სანქციების დაწესების წინაპირობა მეორე ფრონტისკენ მოწოდება. "ქართულ ოცნებაში" პოზიცია არის უცვლელი, საქართველო მოწოდებების მიუხედავად ომში არ ჩაერთვება, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას არის წარუმატებელი. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებების უკან კონკრეტული პირების სურვილები იმალება, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესები დაიწყოს. უკრაინული მხარის განცხადებებში ომში ჩართვის მოწოდებას ვერ ხედავენ ოპოზიციაში, აქ ამბობენ , რომ ეს არის ომში მყოფი ქვეყნის პოზიცია, რომელიც სხვა ქვეყნებს, დახმარებას სთხოვს.
