ალექსეი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი საქართველოზე უნდა გადაერთონ. "ჩვენ მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში უახლოეს მომავალში საქმე გამოუჩნდებათ,“ - განაცხადა არესტოვიჩმა. ზელენსკის მრჩეველი, საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს.
