იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი
მათ შორის არიან: ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე, სულხან სალაძე - "კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების" პროგრამის ხელმძღვანელი. შეგახსნებთ პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ასარჩევად განაცხადების მიღება უკვე დასრულდა.
