ქართველი მორაგბე გელა აფრასიძე მონპელიესა და კასტრის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მოედნიდან მე-12 წუთზე გააძევეს
მან მეტოქე არასწორად შებოჭა, რის გამოც მოედანზე ჩხუბი დაიწყო. აფრასიძემ არეულობის დროს ადრეა კოკაგის მუშტი დაარტყა და მსაჯმა ქართველს ყვითელი ბარათი მისცა. ამ საქციელის გამო, ის ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება, რადგან რაგბის ნაციონალურმა ლიგის დისციპლინურმა კომიტეტმა გელა 5 კვირით დასაჯა. შეხვედრა კასტრის გამარჯვებით 26:13 დასრულდა.
