ვითარება უკრაინაში
ინტენსიური დაბომბვების გამო, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მესამედი წყობიდან არის გამოსული, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. კიევში არ გამორიცხავენ, ზამთარში დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩნენ. ოკუპანტთა მიერ ხერსონში ჰიდროელექტროსადგურის დანაღმვის შესახებ იტყობინება უკრაინის პრეზიდენტი და საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.