„რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ - თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა თანამედროვე, ჰიბრიდულ ეპოქაში არსებული გამოწვევები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკი განიხილეს, ასევე ისაუბრეს რისკის მართვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და კორუფციულ რისკზე.
