მინისტრი ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება, დადებითად შეფასდა მისი აღდგენის პროცესი, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ასევე ტურისტული სფეროს განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებათა რაოდენობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
