პრემიერის მიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
გარემოსა და ბიომრავალფეროვნების უკეთ დასაცავად, საქართველო ინტენსიური რეფორმების გაგრძელების ერთგულია. ეს პრემიერმა ინდოეთში, საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე ვიდეომიმართვისას თქვა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მომხსენებელთა შორის იყვნენ გაეროს გენერალური მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.
