კახეთში, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი მიმდინარეობს
კახეთში, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი მიმდინარეობს. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, კონცერტის მეორე ტური ჩატარდა. კონცერტი რამდენიმე რეგიონში გაიმართა. ჟიურიმ უკვე მოუსმინა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს. თელავის დრამატული თეატრის ფოიეში კი, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
