უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტების 40 პროცენტი დაბომბვის შედეგად მწყობრიდან არის გამოსული
უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტების 40 პროცენტი დაბომბვის შედეგად მწყობრიდან არის გამოსული. დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები წესდება. ხელისუფლება მოსახლეობას ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს. პარალელურად, უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში კონტრშეტევებს განაგრძობენ. კრემლის ლიდერის განკარგულებით, უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში, საომარი მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული.
