პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან
პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. დღეს ილია დარჩიაშვილის მინისტრის საათია. დარჩიაშვილი დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. მოხსენსების შემდეგ მინისტრი კანონმდებელთა კითხვებს უპასუხებს.
