ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე უკვე მეორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში დაიბარეს
სწორედ მათ ადანაშაულებს მუქარასა და პირადი ინფორაციის გავრცელებაში ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც საგამოძიებო უწყებას შესაბამისი მასალები უკვე მიაწოდა. მალხაზ თავდგირიძის განცხადებით, მას პარტიის წევრები, მანდატის დატოვებას სთხოვდნენ, რასაც პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ.
