ომბუდსმენობის კანდიდატები
სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე ოპოზიციას და მმართველ გუნდს თანამშრომლობა მოუწევთ. დამოუკიდებლად, საკმარისი ხმები არც ერთ პარტიას არ აქვს. ოპოზიციამ თავისი კანდიდატები უკვე წარადგინა, რომელთაც მესამე სექტორის მხარდაჭერა აქვთ, მმართველი გუნდი კი პოზიციას არ ცვლის და საკუთარი კანდიდატების დასახელებას არ აპირებს. ქართული ოცნება დღეს ისევ, ოპონენტების ალტერნატიულ გეგმაზე საუბრობს.
