პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა წლევანდელ წელს სავარაუდოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დაასრულებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
