თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა. ამის შესახებ გიგა გიგაშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ თავად განაცხადა. როგორც გიგაშვილი აღნიშნავს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, ის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
