საქართველოში უკრაინის საელჩომ მოხალისეთა ცენტრს ,,შენი უკრაინა"ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა
6 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი სამებაში, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეგროვდა და საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დაურიგდებათ. პროცესს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი დაესწრო.
