გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი
გენერალური პროკურორის არჩევის ახლ წესთან დაკავშორებით, მმართველი გუნდი მზად არის ევროპული გამოცდილება გაიზიაროს, თუმცა მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებულ რეკომენდაციას, საერთო არ აქვს ევროპულ გამოცდილებასთან. ქართული ოცნების წევრები განმარტავენ , რომ ამის მიუხედავად, ისინი მზად არიან კანონის მისაღებად, თუკი ეს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა გახდება. რატომ იღებს ქვეყანა ისეთ კანონს, რომლის ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს, ოპოზცია ამის პასუხად ამბობს, რომ 12 პუნქტიან რეკომენდაციაში ეს პუნქტი ინდივიდუალურ აუცილებლობას არის მორგებული, რომ მმართველმა ძალამ ინსტოტუტების უზურპაცია არ მოახდონოს. გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი - საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 126 - მა დეპუტატმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები.
