კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ნეშტები სომხურ პანთეონში გადაასვენეს
პროცესს პირადად დაესწრო კულტურის მინისტრი. უწყების ინფორმაციით ნეშტებს სამინისტროს ავტოფარეხში, სამუშაოების დროს აკლდამებში მიაკვლიეს, პროცესში ჩაერთნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები, შეტყობინება გაეგზავნა ასევე სომხურ სათვისტომოს. არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა ტერიტორიაც შეისწავლეს და ხუთი ნეშტი აღმოაჩინეს. საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით მათგან ორი იდენტიფიცირებულია. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, მეორე კი - მისი მეუღლისაა.
