ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ევროპის 2023 წლის ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც ჩვენი ქვეყანა, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მეტოქე და კალენდარი ცნობილია. ქართველი ფეხბურთელები ა ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდის ნაკრებ გუნდებთან ითამაშებენ. გათამაშებას საქართველოს ნაკრები 21 ივნისს პორტუგალიელებთან შეხვედრით დაიწყებს, მეორე ტურში 24 ივნისს ბელგიელებს შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს ნიდერლანდის გუნდთან თამაშით დაასრულებს. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან ორი საუკეთესო გავა. ევროპის ჩემპიონატს საქართველოსთან ერთად რუმინეთი უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა კი 8 ივლისს, ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.
