საქართველოს მხარდაჭერას და გაძლიერებაზე ისაუბრა "ნატოს" გენერალურმა მდივანამა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე
საქართველოს მხარდაჭერას და გაძლიერებაზე ისაუბრა "ნატოს" გენერალურმა მდივანმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინაშე დაუცველები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა“, აღნიშნა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში სტოლტენბერგმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
