ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციას წარმოადგენს
უკრაინის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ არაერთ საქმეში მსჯავრდადებულ და ბრალდებულ ადეიშვილთან თანამშრომლობას არ ერიდებიან, საქართველოს სუვერენიტეტისთვის ეს ფაქტი შეურაცხმყოფელია.