ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომელმაც პარტია დატოვა, საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება
მალხაზ თავდგირიძე პარტიიდან წამოსვლის მიზეზად ნაც მოძრაობის ლიდერების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას ასახელებს; ყვება, რომ პირადი მიმოწერითა და საუბრებით მას მანდატის დათმობას სთხოვდნენ. თავდგირიძე ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირებაზეც საუბრობს. მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნაციონალური მოძრაობის წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში დაიბარეს. ელგუჯა ბაგრატიონი ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებას შანტაჟის თაობაზე აბსურდულს უწოდებს.