საქართველო ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა და 100-ან 78 ქულით შეფასდა. ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. შესაბამისად, საქართველოს ამ კრიტერიუმებში 19, 31 და 28 ქულა აქვს. ყოველწლიურ კვლევაში მსოფლიოს 70 ქვეყანაა შესული.
