საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები იმ საერთაშორისო ვიზიტებს აფასებენ, რომლებიც ბოლო პერიოდში გერმანიასა და რუანდაში განხორციელდა
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები იმ საერთაშორისო ვიზიტებს აფასებენ, რომლებიც ბოლო პერიოდში გერმანიასა და რუანდაში განხორციელდა. დეპუტატების შეფასებით, გერმანიაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. რუანდაში ვიზიტისას კი, მეგობარმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
