სადავო რეზოლუცია
თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე- ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩანაწერს , რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. . პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიზეზი რის გამოც ქართულმა ოცნებამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა , დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებაა. ნაციონალური მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ამ პუნქტის გარეშეც შეეძლო ევროსაბჭოში რეზოლუციისთვის ხმის მიცემა. ამის საპასუხოდ კი სახელისუფლებო გუნდმა ნაციონალურ მოძრაობას, 2008 წელს მატ მიერვე მხარდაჭერილი რეზოლუცია შეახსენა. ომიდან ორ თვეში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნისა და ქართველი სამხედროების წინააღმდეგ რეზოლუციას ხმა მისცა და ამ ნაბიჯს იმით ამართლებდნენ, რომ სხვა პუნქტები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო და ცალკეულ ჩანაწერებს მხარს ვერ დაუჭერდნენ.
