გამამართლებელი განაჩენი 14 ყოფილი მსჯავრდებულისთვის
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 14 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა. მათ შორის გამართლდა ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული 12 პატიმარი. ხელახალი გამოძიებით დადგინდა რომ 2011 წლის 26 მაისს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსთვის“ წევრები და მათი ახლობლები, დააკავა. 28 მაისს კი მათ ბრალდება შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად წარედგინათ. მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. დაკავებულებს სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
