ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დაკავებულია
პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დავით მიქელაძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მიქელაძე მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლებსაც ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდათ, თანხას კი ბრალდებული ითვისებდა. დანაშაულებრივი სქემით ბრალდებული 2019-21 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ 520 ათას 920 ლარს დაეუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
