საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებმა კავკასიური სოჭი დარგეს
სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუსთან ერთად, კიშინოვში, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, საქართველოდან ჩატანილი, ენდემური სახეობის კავკასიური სოჭი დარგო. ხის დარგვის ცერემონია მოლდოვური ტრადიციის მიხედვით, კიშინეუს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას კავკასიური სოჭის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
