საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, შინაური ცხოველის ალიკაპის გარეშე გაყვანაზე სანქციების გამკაცრებას ითხოვენ
საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, შინაური ცხოველის ალიკაპის გარეშე გაყვანაზე სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. სპეციალისტები პარლამენტს კონკრეტული წინადადებებით, უახლოეს დღეებში მიმართავენ. საკითხი დღისწესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხელვაჩაურში ძაღლმა ოთხი წლის ბავშვი დაკბინა. მცირეწლოვანს დაზიანებები სახისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.
