პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის. ცვლილებების დამტკიცებას 113 ხმა სჭირდება, ქართულ ოცნებას კი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, შესაბამისად ევროპული რეკომენდაციიის შესასრულებლად საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს მხარს არ უჭერს. გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი შინაარსობრივად არ მოსწონს მმართველ გუნდს, თუმცა ქართული ოცნება ამბობს რომ ახლა მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. პროექტით შემოდის დროებითი წესი, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ ორჯერ ვერ მოხდება არჩევა, ამ შემთხვევაში პარლამენტი გენერალური პროკურორს ერთი წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს.
