უკრაინის ყველა ოლქში დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის
უკრაინის ყველა ოლქში დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. დილით აფეთქებები იყო ხარკოვში. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ. ღამით იბომბებოდა მიკოლაევის, სუმისა და დნეპრო პეტროვსკის ოლქებიც. კიევზე ე.წ. კამიკაძე-დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. კიევი ირწმუნება, რომ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმები ირანული დრონებით ხორციელდება და თეირანს ტერორიზმის თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.
