კრასნოდარის მხარეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა
კრასნოდარის მხარეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. დაშავდა 19 ადამიანი. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი სასწავლო ფრენას ასრულებდა.
