საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე 11-საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომელიც თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ქარის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს.
