"ნაციონალური მოძრაობა" ევროსაბჭოს რეზოლუციით სპეკულირებას განაგრძობს
ნაციონალური მოძრაობა ევროსაბჭოს რეზოლუციით სპეკულირებას განაგრძობს. პროექტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, როგორც სხვა, 400-ზე მეტი რეზოლუციის შემთხვევაში, ქართული დელეგაცია მხარს უჭერდა. ამას მომხსენებელთა გამოსვლებიც ადასტურებს, თუმცა ნაციონალური მოძრაობის, მათი მოკავშირეების და უკრაინიდან ცალკეულ დეპუტატთა აქტიურობის შედეგად, რეზოლუციაში სადავო ჩანაწერი გაჩნდა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ტექსტის მიუღებელ ფორმას მხარი არ დაუჭირა. სააკაშვილის პარტია კი ცდილობს- ლიდერის მათთვის მისაღები სტატუსის გაპროტესტება ანტიდასავლურ პოზიციად წარმოაჩინოს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
